საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებდა ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების მონტაჟს, საბავშვო მოედნებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
„ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები...
„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, იმდენად შეშინებულია, გადაწყვიტა ადრეულ ეტაპზევე შეუდგეს ბრძოლას საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ და ჩვენი პლაკატების ჩამოხევა მასობრივად დაიწყო, რაც სასაცილოა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე „სთრით არტის“ ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გამო კედლის მოხატვას ვერ ახერხებენ.
მისივე თქმით, ხელისუფლება „ევროპული საქართველოს“ პლაკატებს ემტერება.
„უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ამ კამპანიის ნაწილი...
ახალციხეში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის მიერ დაზიანებულ ასფალტს, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ითხოვდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მას შემდეგ, რაც გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთი მოაასფალტეს.
„ოთხი დღეა დაასრულეს გზის დაგება, რაც გადათხრილი იყო სულ დააგეს. კარგია, რომ ეს გააკეთეს, მაგრამ რეაბილიტაცია მთლიან გზას სჭირდება“,– ამბობენ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებლები.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სასტუმრო ოდიშის შენობას აუქციონის წესით ჰყიდის.
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, აუქციონის საწყისი ფასი 4 მილიონი ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მისივე თქმით, ინვესტორმა უნდა დახარჯოს 4 მილიონი ლარი აქედან, პირველ წელიწადს მინიმუმ 1 მილიონ 200 ათასი ლარი.
ვალდებულების მიხედვით, ამ ადგილას უნდა გაკეთდეს, ან სასტუმრო, ან კომერციული ფართი. რაც შეეხება სასტუმროს შენობაში მცხოვრებ...
ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ფაიფურის მიმდებარე ტერიტორიაზე 37 ათას კვადრატული მეტრი ფართობი შპს "ზუგდიდისაგროსერვისისთვის" გადაცემას.
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ტერიტორია "ზუგდიდიაგროსერვისს" უვადო სარგებლობის წესით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.
"შეისწავლიან მუნიციპალიტეტის საჭიროებას და ამ საჭიროებებზე მორგებულ სანერგე მეურნეობას მოაწყობენ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ლაგვილავამ.
აპრილში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, ზუგდიდის ბიუჯეტს 2018-2019 წლებში, 460...
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მხარდაჭერას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას. სოციალური მუშაკის ქსელში ჩართვას და ადმინიტრაციულ სამართალდაღვევათა გამოვლენას.
საკრებულოში აცხადებენ, რომ განყოფილების შექმნის გამო სამსახურს ახალი შტატები არ დაემატება.
7 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი. დეპუტატებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
საკრებულოს სხდომაზე დისკუსია გამოიწვია მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურში 6 საშტატო ერთეულის დამატებამ. მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვის უფლებების კოდექსის ამოქმედების შემდგომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს დაევალა, რომ...
2020-2021 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაგა–ბაღებში ბავშვთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს, საიტზე www.rustavikids.ge , ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ. ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ჩატარდება 11.00 საათზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან 16.09.2017 წლიდან 15.09. 2018 წლის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები.
3-4 წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება 12.00...
კრწანისის რაიონის გამგეობამ 2020 წელს 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიში გამოაქვეყნა.
შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 30 000 კვ.მ ფართობზე;
მოეწყო და რეაბილიტირდა 10 სკვერი;
იწყება ორი ახალი ინოვაციური სივრცის მოწყობა ორთაჭალის ქუჩასა და ფონიჭალაში;
განახლდა და მოეწყო 8 საბავშო მოედანი;
მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სპორტულ მოედანს;
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 6 გრუნტის დამჭერი კედელი;
მიწისქვეშა...
ჩუღურეთის გამგეობა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 6 505 150 ლარი დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 26 790,17 კვ.მ ფართობზე;
4 140 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარი მოწესრიგდა.
მოეწყო გრუნტის დამჭერი 10 კედელი; 611 956.24 ლარი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ მოედანს, ხოლო 16-ში სამუშაოები მიმდინარეობს;
21 მისამართზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა,...
ისნის რაიონის გამგეობამ შესრუებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების 2020 წლის 6 თვის ანგარიში გაავრცელა.
გამგეობის ცნობთ, ისნის რაიონში 2020 წელს 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშოებისათვის 9 287 725 ლარი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოებია:
40 802,02 კვ.მ. ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, 7 ქუჩა კაპიტალურად შეკეთდა;
3 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი;
3 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
6 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა;
4 მისამართზე მოეწყო სკვერი;
15 მისამართზე მოეწყო საბავშვო მოედანი;
87 მისამართზე სხვადასხვა...
ვაკის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებულ პროექტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 6 თვის განმავლობაში გამგეობის ბიუჯეტიდან 7 197 807 ლარი დაიხარჯა.
2020 წლის იანვარ-ივნისში განხორციელებული პროექტებია:
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 31 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა;
10 მისამართზე კეთილმოეწყო დასასვენებელი სივრცე;
ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება 7 ახალ სპორტულ მოედანს;
4 მისამართზე დამცავი კედელი მოეწყო;
სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 467 მისამართზე განხორციელდა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის...
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა ხელი დღეს მოაწერეს.
„ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი...
გლდანი რაიონის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიში გაავრცელა.
გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში გლდანის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 10 740 662 ლარი დაიხარჯა.
შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების სია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 58 396 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
სკვერების მოწყობა რეაბილიტაცია 10 მისამართზე მიმდინარეობს;
საბავშვო გასართობი მოედანი 7 მისამართზე მოეწყო, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს;
ტრენაჟორები 16 მისამართზე დამონტაჟდა;
მიწისქვეშა კომუნიკაციები 15...
გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეებისა და გრუნტის დამჭერი საყრდენი კელდების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები, ჯამში 21 სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება, ამათგან, 13 მისამართზე სამუშაოები უკვე დამთავრებულია, რვა მისამართზე კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
მათ შორის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა და კიბის სრული რეაბილიტაცია გლდანის ხევში N2 ა და N1 კორპუსებს შორის, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. გლდანის მეოთხე მიკროს N93...
ნაძალადევის რაიონის გამგეობა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრაქტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
შესრულებული სამუშაოების სია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 33 234 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
7 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;
4 მისამართზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა;
10 მისამართზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები დამონტაჟდა;
3 სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. კიდევ 2 მოედანზე გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები;
9 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა;
6 ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის მოწყობა;
135 მისამართზე კეთილმოწყობის და იერსახის მოწესრიგების სამუშაოები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































