რა გაკეთდა კრწანისის გამგეობის მიერ 6 თვის განმავლობაში

382

კრწანისის რაიონის გამგეობამ 2020 წელს 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიში გამოაქვეყნა.

შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 30 000 კვ.მ ფართობზე;

მოეწყო და რეაბილიტირდა 10 სკვერი;

იწყება ორი ახალი ინოვაციური სივრცის მოწყობა ორთაჭალის ქუჩასა და ფონიჭალაში;

განახლდა და მოეწყო 8 საბავშო მოედანი;

მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სპორტულ მოედანს;

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა;

მოეწყო და რეაბილიტირდა 6 გრუნტის დამჭერი კედელი;

მიწისქვეშა კომუნიკაციები 4 მისამართზე მოწესრიგდა;

2020 წელს მარნეულის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე ქსელის მოეწყობა და გზის საფარის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება;

სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 52 მისამართზე განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 50 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა;

კაპიტალურად მაგრდება ძველ თბილისში მდებარე 9 ავარიული სახლი.