ჩუღურეთის გამგეობა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 6 505 150 ლარი დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 26 790,17 კვ.მ ფართობზე;
4 140 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარი მოწესრიგდა.
მოეწყო გრუნტის დამჭერი 10 კედელი; 611 956.24 ლარი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ მოედანს, ხოლო 16-ში სამუშაოები მიმდინარეობს;
21 მისამართზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ხოლო 2 მისამართზე მიმდინარეობს.
ახალი სკვერი მოეწყო 3 მისამართზე, ხოლო 2 მისამართზე მიმდინარეობს.
სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა 40 მისამართზე; 74 358,42 ლარი.
გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 87 მისამართზე ჩატარდა;
რაიონის მასშტაბით, დაირგო 95 ხე მცენარე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 65 პროექტი;
12 საცხოვრებელი სახლი გამაგრდა.
11 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი
9 მისამართზე მოეწყო წყალარინების ქსელი.
„გაუფრთხილდი შენს უბანს“ – კამპანიის ფარგლებში, მახათას მთის ფერდობის დასუფთავების აქცია გაიმართა;
2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 6 505 150 ლარი დაიხარჯა;