გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეებისა და გრუნტის დამჭერი საყრდენი კელდების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები, ჯამში 21 სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება, ამათგან, 13 მისამართზე სამუშაოები უკვე დამთავრებულია, რვა მისამართზე კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
მათ შორის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა და კიბის სრული რეაბილიტაცია გლდანის ხევში N2 ა და N1 კორპუსებს შორის, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. გლდანის მეოთხე მიკროს N93 და მეორე მიკრორაიონის N42 ბ კორპუსებთან კი, მიმდინარეობს.
კიბეებისა და გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ლაგო“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 990 ლარი დაიხარჯება.