ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ფაიფურის მიმდებარე ტერიტორიაზე 37 ათას კვადრატული მეტრი ფართობი შპს “ზუგდიდისაგროსერვისისთვის” გადაცემას.
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ტერიტორია “ზუგდიდიაგროსერვისს” უვადო სარგებლობის წესით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.
“შეისწავლიან მუნიციპალიტეტის საჭიროებას და ამ საჭიროებებზე მორგებულ სანერგე მეურნეობას მოაწყობენ”, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ლაგვილავამ.
აპრილში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, ზუგდიდის ბიუჯეტს 2018-2019 წლებში, 460 ათასი ლარი დაუჯდა, ამ თანხის 85 % ხელფასებს მოხმარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “ზუგდიდაგროსერვისი” მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს, – ასე აფასებს შპს-ს მუშაობას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.