2020-2021 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაგა–ბაღებში ბავშვთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს, საიტზე www.rustavikids.ge , ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ. ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ჩატარდება 11.00 საათზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან 16.09.2017 წლიდან 15.09. 2018 წლის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები.
3-4 წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება 12.00 სთ-ზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 16.09.2016 წლიდან 15.09.2017 წლის ჩათვლით პერიოდში.
4-5 წლიანთა ასაკის რეგისტრაცია ჩატარდებაა 13.00 სთ-ზე. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩაირიცხებიან 16.09.2015 წლიდან 15.09.2016 წლამდე შუალედში დაბადებული ბავშვები.
5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში მსურველთა რეგისტრაცია ჩატარდება 14.00 საათზე. ჩაირიცხებიან 16.09.2014 წლიდან 15.09.2015 წლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.
ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები: 1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი 2. ორი ფოტოსურათი (3×4) 3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სახლის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).