ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, 6 თვეში, 7,2 მლნ ლარი დაიხარჯა

350

ვაკის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებულ პროექტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 6 თვის განმავლობაში გამგეობის ბიუჯეტიდან 7 197 807 ლარი დაიხარჯა.

2020 წლის იანვარ-ივნისში განხორციელებული პროექტებია:

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 31 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა;

10 მისამართზე კეთილმოეწყო დასასვენებელი სივრცე;

ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება 7 ახალ სპორტულ მოედანს;

4 მისამართზე დამცავი კედელი მოეწყო;

სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 467 მისამართზე განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბნებში 66 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა;

ავარიული ლიფტების განახლება 15 მისამართზე მოხდა;

სულ, ექვსი თვის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 7 197 807 ლარი დაიხარჯა