ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სასტუმრო ოდიშის შენობას აუქციონის წესით ჰყიდის.
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, აუქციონის საწყისი ფასი 4 მილიონი ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მისივე თქმით, ინვესტორმა უნდა დახარჯოს 4 მილიონი ლარი აქედან, პირველ წელიწადს მინიმუმ 1 მილიონ 200 ათასი ლარი.
ვალდებულების მიხედვით, ამ ადგილას უნდა გაკეთდეს, ან სასტუმრო, ან კომერციული ფართი. რაც შეეხება სასტუმროს შენობაში მცხოვრებ დევნილებს, ისინი დაკმაყოფილებულები იქნებიან საცხოვრებელი ფართით.
სასტუმროს გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ზუგდიდის საკრებულომ დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომა დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.