ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მხარდაჭერას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას. სოციალური მუშაკის ქსელში ჩართვას და ადმინიტრაციულ სამართალდაღვევათა გამოვლენას.
საკრებულოში აცხადებენ, რომ განყოფილების შექმნის გამო სამსახურს ახალი შტატები არ დაემატება.