გლდანი რაიონის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიში გაავრცელა.
გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში გლდანის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 10 740 662 ლარი დაიხარჯა.
შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების სია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 58 396 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
სკვერების მოწყობა რეაბილიტაცია 10 მისამართზე მიმდინარეობს;
საბავშვო გასართობი მოედანი 7 მისამართზე მოეწყო, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს;
ტრენაჟორები 16 მისამართზე დამონტაჟდა;
მიწისქვეშა კომუნიკაციები 15 მისამართზე მოწესრიგდა;
ასევე, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების ქსელი ეწყობა სოფელ გლდანშიც, აღმაშენებლისა და 26 მაისის ქუჩებზე, მათ მიმდებარე ჩიხებში და გამარჯვებისა და წერეთლის ქუჩებზე.
უსაფრთხოების მიზნით, 3 მისამართზე მოეწყო ლითონის მოაჯირები;
გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდთან მდებარე საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 64 პროექტი განხორციელდა.