რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა ნაძალადევში 6 თვის განმავლობაში

640

ნაძალადევის რაიონის გამგეობა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებული ინფრაქტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

შესრულებული სამუშაოების სია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 33 234 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

7 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;

4 მისამართზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა;

10 მისამართზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები დამონტაჟდა;

3 სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. კიდევ 2 მოედანზე გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები;

9 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა;

6 ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის მოწყობა;

135 მისამართზე კეთილმოწყობის და იერსახის მოწესრიგების სამუშაოები შესრულდა;

17 საცხოვრებელ კორპუსში სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა;

16 მისამართზე ახლით შეიცვალა კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები;

18 ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობა განხორციელდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ 71 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა;

რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის 132 ნერგი დაირგო;

2020 წლის 6 თვეში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 9 158 100 ლარი დაიხარჯა.