ახალციხეში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის მიერ დაზიანებულ ასფალტს, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ითხოვდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მას შემდეგ, რაც გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთი მოაასფალტეს.
„ოთხი დღეა დაასრულეს გზის დაგება, რაც გადათხრილი იყო სულ დააგეს. კარგია, რომ ეს გააკეთეს, მაგრამ რეაბილიტაცია მთლიან გზას სჭირდება“,– ამბობენ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებლები.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ სამუშაოები იმ მონაკვეთზე შეასრულეს, რომელიც კომპანიის მიზეზით დაზიანდა და მთლიანი გზის რეაბილიტაცია მათ ვალდებულებაში არ შედის.
„მთლიან ქუჩას, ხომ ვერ დავაგებთ, ჩვენ დავაგეთ ის ნაწილი, რომლიც ჩვენ დავანგრიეთ. მთლიანი ქუჩის მოპირკეთება და აღდგენა ცხადია არც ჩვენი ვალდებულება, არც მსგავსი ფინანსები გაგვაჩნია და არც იურიდული ვალდებულება გვაქვს. შეუძლებელია სრულად აღდგენა, რადგან სამუშაო, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მთლიან ქუჩას არ მოიცავს“.
ახალციხეში ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ასფალტის აღდგენითი სამუშაოები შპს „არსიანი 5“–მა შეასრულა.
შეგახსნებთ, რომ გორგასლის ქუჩაზე ასფალტი სწორედ მაშინ დაზიანდა, როდესაც გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.