სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი ბაღის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერი 6 მილიონ 065 888 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 13 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით განხორციელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, 520 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. მერიის ინფორმაციით, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 582 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა" განახორციელა.
ქორდი, არბო, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი, ქერე, ერგნეთი, ფლავისმანი,  ჯარიაშენი, აძვი, ციცაგიაანთკარი, კირბალი, წითელუბანი, ხურვალეთი, - ეს ის სოფლებია, სადაც ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ აშენებულა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე აღნიჭშნულ14 სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობს. გორის მერიამ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საბავშვო ბაღის აშენება არაერთხელ დაპირდა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აანონსებენ, რომ 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის...
აჭარის მთავრობის სახლთან თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ისინი ქალაქ ქემალფაშაში ყოველდღიურად სამუშაოდ გადადიოდნენ და პანდემიის გამო უმუშევარი დარჩნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის. "თურქეთთან საზღვარი რამდენიმე თვეა უკვე ჩაკეტილია, დაგვერიცხა 300 ლარი ერთჯერადად, თუმცა ოჯახებისთვის ეს საკმარისი არ არის. ფაქტობრივად, ლუკმა-პურის ფული არ გვაქვს. ვთხოვთ, მთავრობას რომ მოგვაქციოს ყურადღება და 300-ლარიანი დახმარება საზღვრის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სასმელი წყლის საკითხის მოსაწესრიგებლად ბოლო 4 წლის განმავლობაში 200 ათას 688 ლარი დაიხარჯა, თუმცა, პრობლემა ამ დრომდე გადასაჭრელია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ადგილობრივების განმარტებით, სოფელში ტალახიანი წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია და იძულებულები ხდებიან ინდივიდუალური ჭები გამოიყენონ. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თანხები, მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2016-2019 წლებში გამოიყო. 2016 წელი - დიდ ხურვალეთში სასმელი წყლის სისტემის ნაწ/რეაბილიტაცია...
ქუთაისის ოთხ საჯარო სკოლის შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქალაქის მე-8, მე-9, 22-ე და 23-ე სკოლებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოწყობა, ლაბორატორიული ოთახების გაკეთება, სპორტული დარბაზების მოწესრიგება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორცილებააა დაგეგმილი. ამ სამუშაოებზე  ჯამში 20 მილიონ 959 ათას 236 ლარია განკუთვნილი. სკოლების რეაბილიტაციისათვის ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალ-ცალკე გამოცხადა და სატენდერო წინადადბების მიღება სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება....
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები 1 450,0 ათ. ლარით შემცირდა; აქედან, დამატებითი ღირებულების გადასახადი 819,7 ათასი ლარით, ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლები კი 630,3 ათასი ლარით. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების გათვალისწინებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 950.0 ათასი ლარი გამოეყო. რადგან ხარაგაულის ბიუჯეტს 1 450, 0 ათასი ლარის შემოსავლები...
ხარაგაულში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების გრაფიკი მიუღებელია. ამის გამო შექმნილი დისკომფორტი სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გაძლიერდება. ამ დრომდე, სასმელი წყალი დილით 8 საათის შემდეგ მოდის, 15-20 წუთის განმავლობაში ონკანებში მხოლოდ ჰაერის ძლიერი ნაკადი „მოედინება“. დღე-ღამის განმავლობაში კი წყალი მხოლოდ 5 საათით მიეწოდება დაბა ხარაგაულისა და სოფლების – საღანძილე, დიდვაკე – მოსახლეობას. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულელი ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში წყლის გრაფიკის...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სოფელში, თითქმის ყველას აქვს საბანკო ვალდებულება. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, ისინი სესხების გადახდას ვერ ახერხებენ. სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლები მთავრობას მიმართავენ თხოვნით, რომ ბანკებთან უშუამდგომლონ, რათა მათი სესხები გადავადდეს ან ტურისტული სეზონის აღდგენამდე შეჩერდეს. მათივე თქმით, უკვე ინფორმირებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ...
წინა სტატია შემდეგი სტატია „პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, - განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" ავრცელებს. "კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვთ. გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა , რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში...
შემდეგი სტატია პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - ხეობაში სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, - ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. „ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში ყოფნისას, ასევე შესვლა-გამოსვლის დროს პირბადის გამოყენება სავალდებულო არ არის. ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება. კენჭისყრის დღის გარდა, პირბადის გამოყენება სავალდებულოა: საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში; საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში; საარჩევნო კომისიებში...
წინა სტატია სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, ის კვლავ გაგრძელდება. „ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, გაგრძელდება. პანდემიის პირობებში ვიმყოფებით ახლა და ის პრიორიტეტები, რომლებიც დგას ქალაქის წინაშე, დროებით ცოტა შეიცვალა. რაც შეეხება პროექტის დეტალებს, ამ ეტაპზე, კულტურის სამსახური შეითავსებს მის ფუნქციებს. ერთ-ერთი მნიშვნელივანი, რაც...
ნატვრის ხე“ „ფრანების ფესტივალი“ "სპორტული მოედანი“ და „ქუჩის კალათბურთი“ - ეს პროექტ „შენი იდეა ბათუმის“ ნაწილია. ამ თემაზე ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მართალია შარშან გამარჯვებული იდეებიდან 3 განხორციელების მოლოდინშია, თუმცა, ბათუმის მერიამ, ნებისმიერ მსურველს იდეების გენერირების საშუალება კიდევ ერთხელ, 5 სექტემბრამდე მისცა. გამარჯვების ამბიცია უკვე აქვთ, პროექტის მონაწილეებს, თუმცა, საბოლოოდ რჩეულ იდეებს, ხმის მიცემის პრინციპით, რიგითი მოქალეები შეარჩევენ.
პარტია „ქართული ოცნება" საარჩევნო სიის ოცეულს 10 დღის განმავლობაში წარადგენს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა. „პოლიტიკური პარტიები სიებს წარადგენენ არჩევნებამდე 30 დღით ადრე, ბოლო დღეს იწურება ვადა და ამ დროისთვის წარადგენენ ხოლმე პოლიტიკური პარტიები სიებს. ჩვენ გვინდა დავასწროთ ამ ვადას და დაახლოებით 10 დღეში წარვადგენთ სიის პირველ ოცეულს. თვის ბოლოს კი...
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" ოფისში. გიორგი კირთაძის განცხადებით, მაშინ როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად მიეწოდებათ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია პირადი ინფორმაციის დაცვის მოტივით არასრულყოფილად აწვდის. ლაპარაკია იმ საარჩევნო მოხელეებზე, რომლებმაც წინა არჩევნებზე დარღვევების გამო დაეკისრათ დისციპლინარული პასუხისმგებლობა, ვეღარ უნდა მოხვდნენ ახალ კომისიაში, თუმცა ამ პირების სრული იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგან საოლქო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ