ქუთაისის 4 სკოლის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

600

ქუთაისის ოთხ საჯარო სკოლის შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ქალაქის მე-8, მე-9, 22-ე და 23-ე სკოლებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოწყობა, ლაბორატორიული ოთახების გაკეთება, სპორტული დარბაზების მოწესრიგება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორცილებააა დაგეგმილი. ამ სამუშაოებზე  ჯამში 20 მილიონ 959 ათას 236 ლარია განკუთვნილი.

სკოლების რეაბილიტაციისათვის ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალ-ცალკე გამოცხადა და სატენდერო წინადადბების მიღება სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა შესრულდეს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციოდ სკოლების შერჩევა წინასწარი შემოწმების შედეგად მოხდა.

“წინა წლებში მოხდა სკოლების შესწავლა სამინისტროების მიერ და მიენიჭათ გარკვეული კოეფიციენტები, რომლებიც მიიღებდნენ დაბალ ქულებს მათი რეაბილიტაცია დაიწყებოდა”.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას აღნიშნული სკოლების მოსწავლეები ქალაქში მდებარე სხვა სკოლებში გადანაწილდებიან.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.