თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს

388

აჭარის მთავრობის სახლთან თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ისინი ქალაქ ქემალფაშაში ყოველდღიურად სამუშაოდ გადადიოდნენ და პანდემიის გამო უმუშევარი დარჩნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის.

“თურქეთთან საზღვარი რამდენიმე თვეა უკვე ჩაკეტილია, დაგვერიცხა 300 ლარი ერთჯერადად, თუმცა ოჯახებისთვის ეს საკმარისი არ არის. ფაქტობრივად, ლუკმა-პურის ფული არ გვაქვს. ვთხოვთ, მთავრობას რომ მოგვაქციოს ყურადღება და 300-ლარიანი დახმარება საზღვრის გახსნამდე დაგვინიშნონ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.