კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“: „პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს

688

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, – განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” ავრცელებს.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვთ.

გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა , რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით – პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი,”- წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან – ხეობაში სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, – ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.