თელავის სოფელ კისისხევში გზის რეაბილიტაციისთვის 294 582 ლარი დაიხარჯა

323

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, 520 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარი.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 582 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” განახორციელა.