კობახიძე: სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა

774

პარტია „ქართული ოცნება” საარჩევნო სიის ოცეულს 10 დღის განმავლობაში წარადგენს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„პოლიტიკური პარტიები სიებს წარადგენენ არჩევნებამდე 30 დღით ადრე, ბოლო დღეს იწურება ვადა და ამ დროისთვის წარადგენენ ხოლმე პოლიტიკური პარტიები სიებს. ჩვენ გვინდა დავასწროთ ამ ვადას და დაახლოებით 10 დღეში წარვადგენთ სიის პირველ ოცეულს. თვის ბოლოს კი წარვადგენთ სრულ სიას. სიას წერს პოლიტსაბჭო. ეს არის სამუშაო პროცესი. პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი. მე ვარ წევრი და ერთად განვიხილავთ ყველა საკითხს”, – განაცხადა კობახიძემ.