ქორდი, არბო, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი, ქერე, ერგნეთი, ფლავისმანი, ჯარიაშენი, აძვი, ციცაგიაანთკარი, კირბალი, წითელუბანი, ხურვალეთი, – ეს ის სოფლებია, სადაც ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ აშენებულა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე აღნიჭშნულ14 სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობს. გორის მერიამ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საბავშვო ბაღის აშენება არაერთხელ დაპირდა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აანონსებენ, რომ 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 631 829 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ახალი საბავშვო ბაღების აშენებას, მერიაში ამბობენ, რომ დაგეგმილ სამუშაოებს ხელი პანდემიამ შეუშალა.