ენმ ბათუმის საოლქო კომისიას ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს

506

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” ოფისში.

გიორგი კირთაძის განცხადებით, მაშინ როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად მიეწოდებათ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია პირადი ინფორმაციის დაცვის მოტივით არასრულყოფილად აწვდის.

ლაპარაკია იმ საარჩევნო მოხელეებზე, რომლებმაც წინა არჩევნებზე დარღვევების გამო დაეკისრათ დისციპლინარული პასუხისმგებლობა, ვეღარ უნდა მოხვდნენ ახალ კომისიაში, თუმცა ამ პირების სრული იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგან საოლქო კომისია მხოლოდ სახელ-გვარებით იძლევა ინფორმაციას და სხვა პირად მონაცემებს არ აკონკრეტებს.

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციცინო შავაძე აცხადებს, რომ ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ.

მისივე თქმით წლების განმავლობაში ისინი არამარტო ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ანალოგიურად უგზავნიან საჯარო ინფორმაციებს.