გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სასმელი წყლის საკითხის მოსაწესრიგებლად ბოლო 4 წლის განმავლობაში 200 ათას 688 ლარი დაიხარჯა, თუმცა, პრობლემა ამ დრომდე გადასაჭრელია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივების განმარტებით, სოფელში ტალახიანი წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია და იძულებულები ხდებიან ინდივიდუალური ჭები გამოიყენონ. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თანხები, მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2016-2019 წლებში გამოიყო.
2016 წელი – დიდ ხურვალეთში სასმელი წყლის სისტემის ნაწ/რეაბილიტაცია – სოფლის პროგრამა, პროექტის ღირებულება – 9 624 ლარი;
2019 წელი – სოფელ ხურვალეთში ბუნებრივი სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია – სამოქალაქო ბიუჯეტი, პროექტის ღირებულება – 8 781 ლარი;
2019 წელი – სოფელ ხურვალეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები – ადგილობრივი ბიუჯეტი, პროექტის ღირებულება- 182 283 ლარი.
სოფელში მოეწყო წყალსადენის ქსელი წყალმზომი კვანძებით, სადაწნეო კოშკი და რეზერვუარი.
გორის მერის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჭაბურღილი გაწმენდილია და წყლის ხარისხიც ეტაპობრივად გაუმჯობესდება.