სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი ბაღის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერი 6 მილიონ 065 888 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 13 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით განხორციელდება.