მესტიის სოფელ ბეჩოში საპროტესტო აქცია გაიმართა

675

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სოფელში, თითქმის ყველას აქვს საბანკო ვალდებულება. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, ისინი სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.

სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლები მთავრობას მიმართავენ თხოვნით, რომ ბანკებთან უშუამდგომლონ, რათა მათი სესხები გადავადდეს ან ტურისტული სეზონის აღდგენამდე შეჩერდეს. მათივე თქმით, უკვე ინფორმირებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც მთავრობას ადგილობრივი მოსახლეობის წერილებს გადასცემს.

„ვთხოვთ საბანკო სექტორს, რომ შეღავათები გაგვიწიოს, რადგან ამ პანდემიის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი, რაც ჩავარდა. ვთხოვთ ბანკებს, რომ შეღავათები გაგვიკეთონ. სანამ ტურისტული სეზონი აღდგება, იქნებ იქამდე შეგვიჩერონ სესხები, მაგრამ იმხელა პროცენტი არ დაგვიმატონ რომ ვეღარ გადავიხადოთ“, – განაცხადა სალომე არქანიამ.