NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. მათი განმარტებით, გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს გადაწყვეტილება სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზად არის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია აფსნიფაბლიქი ავრცელებს. აფსნიფაბლიქს დეფაქტო პარლამენტარებმა განუცხადეს, რომ დახურულ შეხვედრაზე, სადაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს განიხილავდნენ, მათ ბჟანიას ჰკითხეს, რის საფუძველზე დაიწყეს ქართულ მხარესთან ურთიერთობა, რაზეც მან უპასუხა, რომ შეცდომა დაუშვეს. დეფაქტო პარლამენტარების განცხადებით, ბჟანიამ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილ სიტუაციაზე და...
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრის, ენზელ მკოიანის ინტერესების დამცველის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია. როგორც მურმანიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრს სატელეფონი ზარების მეშვეობით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ. ენზელ მკოიანის ინტერესების დამცველის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საგამოძიები უწყება, თუმცა „გამოძიება არაფერს აკეთებს“. „21 აგვისტოს ენზელ მკოიანის ძმა ააფეთქეს მანქანაში, რადგან ეგონათ, რომ მასში ენზელ მკოიანი იჯდა....
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში, დღეში საშუალოდ 200-დან 500 ვიზიტორამდე სტუმრობდა, ჯამში - 21 000. „ყველაზე მეტი, შაბათ-კვირას მოდიოდა. ასევე ბევრი გვყავდა აგვისტოს შუა რიცხვებში. ერთ დღეში 800 კაცი მოვიდა“, - ამბობს ტაბატაძე. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა ნაკლებია. გასულ წელს, სეზონზე დღეში კომპლექსს 1 000 კაცი სტუმრობდა. ამ წელს ციხის ადმინისტრაციას არც ახალი თანამშრომლები მიუღია...
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, ხანძთელის, რუსთაველისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ფანჩატურების მოწყობის უზრუნველყოფაზე მერიამ ტენდერი 32 314 ლარზე გამოაცხადა. ფანჩატურები თამარაშვილის N4-ში, რუსთაველის N125-ში, ჭყონდიდელის N8-სა და ხანძთელის N32-ში მოეწყობა. ტენდერი ახალციხის მერიამ 31 აგვისტოს გამოაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ფანჩატურის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მაგიდა და სკამებიც. ფანჩატურის სიგანე 4 მეტრს შედაგენს ხოლო სიგრძე 5-ს. ტენდერში წინადადების მიღება რვა სექტემბერს იწყება და 11-ში სრულდება.
სამხატვრო სკოლის შენობისა და სარდაფის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი ახალციხის მერიამ 296 260 ლარზე გამოაცხადა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. ტენდერზე წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. შენობის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მშობლები.
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ბათუმელები წერს. აქედან: შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი; საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი; სხვა ხარჯი – 25 000 ლარი; არაფინანსური აქტივები...
კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს ქ. ჩოლოყაშვილისა და გ. წერეთლის ქუჩებზე, შუქნიშნები დროებით გაითიშება. „სამუშაოები 11:30-დან 13:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოს  უკვე  მიმართეს. დოკუმენტაცია მათ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ერთი საათის წინ წარადგინეს. ამ დროისთვის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილე 7  პოლიტიკური სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული  მოძრაობა“, „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“, „საქართველო ხალხთა ერთობა - გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, „ გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. მერიამ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მისაღებად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია. "კულტურის ცენტრის სამშენებლო ტერიტორია 6759 მ² წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო კულტურის ცენტრის შენობის მშენებლობა გათვლილია 1500 მ². შიდა ფართების დაზუსტება შესაძლებელია პროექტირების პერიოდში", - ირკვევა სატენდერო დოკუმენტაციიდან. როგორც ცნობილია, მერიამ სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებად 3 მილიონი ლარი განსაზღვრა. აღნიშნული თანხის...
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იმ საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული, 125.9 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.4 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. შტატგარეშედ დასაქმებული საჯარო მოსამსახურის დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამოც, ხშირად ამა თუ იმ ორგანიზაციაში უშტატო მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე...
გია ვოლსკის ოცნებაა, რომ დაიშალოს ფრონტი, რომელიც ქართველ ხალხს და ოპოზიციურ ძალებს აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ რაც შეეხება თანამდებობის საკითხს, ეს არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი ამბავი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ახლა თანამდებობისთვის ჭიდილი უშინაარსოა და საჭიროა იდეებზე და პრობლემებზე საუბარი. „ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება პრემიერობის თავისი...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. კომპანია დიდუბის რაიონში, ბათუმის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 250 მეტრი სიგრძის ამორტიზებული წყალარინების ქსელი და ახალი საკვანძო ჭები მოეწყობა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 150 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
"ლელოს" წევრის, ლევან კობერიძის თქმით, ლელოს კანდიდატები მაღალრეიტინგულები არიან და მათ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ეთერში სამუშიას კონკურენტ ანა დოლიძესთან სანაძლეოც კი დადო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ანა დოლიძის კონკურენტი, ლევან სამუშია მასზე მეტ ხმას დააგროვებს და არჩევნებს მოიგებს, რასაც, თავის მხრივ, ანა დოლიძე არ ეთანხმება. "ლელოს გამარჯვების კანდიდატები ჰყავს, მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიას სახით", – თქვა ლევან კობერიძემ. კობერიძე ასევე...
არავის მივცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, მიზანი არის, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმის უფლება და ვერავინ მოახდინოს მასზე ზეგავლენა არაკეთილსინდისიერი გზით. „ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში" უკვე დამტკიცებულია. ამ ინიციატივის მიზანი არის, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმის უფლება და ვერავინ მოახდინოს მასზე ზეგავლენა არაკეთილსინდისიერი გზით. დისკუსიამ...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისივე თქმით, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობამ ისარგებლა. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ განცხადება კასპში მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას გააკეთა. „ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ