„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია დიდუბის რაიონში, ბათუმის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 250 მეტრი სიგრძის ამორტიზებული წყალარინების ქსელი და ახალი საკვანძო ჭები მოეწყობა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 150 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.