“ლელოს” წევრის, ლევან კობერიძის თქმით, ლელოს კანდიდატები მაღალრეიტინგულები არიან და მათ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ეთერში სამუშიას კონკურენტ ანა დოლიძესთან სანაძლეოც კი დადო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ანა დოლიძის კონკურენტი, ლევან სამუშია მასზე მეტ ხმას დააგროვებს და არჩევნებს მოიგებს, რასაც, თავის მხრივ, ანა დოლიძე არ ეთანხმება.
“ლელოს გამარჯვების კანდიდატები ჰყავს, მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიას სახით”, – თქვა ლევან კობერიძემ.
კობერიძე ასევე ამბობს, რომ, როგორც ამ ოლქში, ისე მთელ საქართველოში, “ლელო” ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.