ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში, დღეში საშუალოდ 200-დან 500 ვიზიტორამდე სტუმრობდა, ჯამში – 21 000.
„ყველაზე მეტი, შაბათ-კვირას მოდიოდა. ასევე ბევრი გვყავდა აგვისტოს შუა რიცხვებში. ერთ დღეში 800 კაცი მოვიდა“, – ამბობს ტაბატაძე.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა ნაკლებია. გასულ წელს, სეზონზე დღეში კომპლექსს 1 000 კაცი სტუმრობდა.
ამ წელს ციხის ადმინისტრაციას არც ახალი თანამშრომლები მიუღია და არც არავინ გაუთავისუფლებია. ამ დროისათვის, კომპლექსში 80 თანამშრომელი მუშაობს:
„ახლა სეზონზე ვერავინ დავიმატეთ და ძველი თანამშრომლები ვისაც ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა პანდემიამდე ისინი მყავს მარტო“.