ნიქოზში კულტურის ცენტრი აშენდება

402

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.

მერიამ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მისაღებად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია.

“კულტურის ცენტრის სამშენებლო ტერიტორია 6759 მ² წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო კულტურის ცენტრის შენობის მშენებლობა გათვლილია 1500 მ². შიდა ფართების დაზუსტება შესაძლებელია პროექტირების პერიოდში”, – ირკვევა სატენდერო დოკუმენტაციიდან.

როგორც ცნობილია, მერიამ სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებად 3 მილიონი ლარი განსაზღვრა. აღნიშნული თანხის დაზუსტება პროექტის შედგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მერიის პირობების მიხედვით, პროექტის შედგენისას კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ დიდი დარბაზი უნდა იტევდეს 300 კაცს. ცენტრში აუცილებლად უნდა იყოს ჰოლი, საგამოფენო სივრცე, სუვენირების მაღაზია, სამუზეუმო სივრცე და ასევე, კაფეტერია.