ახალციხეში სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

410

სამხატვრო სკოლის შენობისა და სარდაფის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი ახალციხის მერიამ 296 260 ლარზე გამოაცხადა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

ტენდერზე წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

შენობის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მშობლები.