ახალციხის 4 ქუჩაზე ფანჩატურები მოეწყობა

722

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, ხანძთელის, რუსთაველისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ფანჩატურების მოწყობის უზრუნველყოფაზე მერიამ ტენდერი 32 314 ლარზე გამოაცხადა.

ფანჩატურები თამარაშვილის N4-ში, რუსთაველის N125-ში, ჭყონდიდელის N8-სა და ხანძთელის N32-ში მოეწყობა. ტენდერი ახალციხის მერიამ 31 აგვისტოს გამოაცხადა.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ფანჩატურის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მაგიდა და სკამებიც. ფანჩატურის სიგანე 4 მეტრს შედაგენს ხოლო სიგრძე 5-ს.

ტენდერში წინადადების მიღება რვა სექტემბერს იწყება და 11-ში სრულდება.