„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოს უკვე მიმართეს. დოკუმენტაცია მათ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ერთი საათის წინ წარადგინეს.
ამ დროისთვის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილე 7 პოლიტიკური სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „პოლიტიკური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველო“, „საქართველო ხალხთა ერთობა – გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“, „ გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი“. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია უსკოში დღეს 18 საათზე სრულდება.