ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე შუქნიშნები დროებით გაითიშება

834

კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს ქ. ჩოლოყაშვილისა და გ. წერეთლის ქუჩებზე, შუქნიშნები დროებით გაითიშება.

„სამუშაოები 11:30-დან 13:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.