ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაღობილევის მოსახლეობამ დღეს დილით ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალი გადაკეტა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, სოფელში წყლის პროექტის განხორციელება. მათი განცხადებით, ხელისუფლება უკვე რამდენი თვეა  ატყუებს,  დაპირება დაპირებად რჩება. სოფელი კი კვლავ უწყლოდაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ  გზა არ გაიხსნება მანამ, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ. ამ წუთებში ადგილზე იმყოფბიან საპატრულო პოლიციისა და ოზურგეთის პოლიციის 20-მდე თანამშრომელი, თუმცა გზის გახსნას ვერ ახერხებენ. ამ წუთებში...
ქედის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები განსაზღვრა. ესენია მოსაცდელები, წისქვილები, ე.წ.-ლი სოფლის სახლების კედლები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სააგიტაციო შეხვედრების ადგილად კი ქედის სასპორტო სკოლის შენობა შეირჩა, რადგან დიდი ფართობის მიხედვით,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელი იყოს. სოფლებში კი შეხვედრები დასაშვები იქნება  სოფლის და კულტურის სახლებში. პლაკატების გაკვრაზე მონიტორინგი ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალება.   რეკომენდაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა კი ღონისძიების ორგანიზატორს დაეკისრება.
video
გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. რემონტი უტარდება სპორტულ დარბაზსა და სველ წერტილებს. დაწყებითი კლასების სასწავლო კორპუსში კი იცვლება სახურავი. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და 15 სექტემბერს მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახალ გარემოში მოუწევთ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაციით, გზის ორ მონაკვეთზე, ჯამურად, 916 მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 512 457 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანიამ “სერპანტინი” განახორციელა.
ხმაური იყო დღეს კასპში. ქეჩეროხის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მერთან, თამაზ ტატანაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. მათ მხოლოდ მერის მოადგილე შეხვდა, რომელმაც პრობლემის წლის ბოლომდე მოგვარების პირობა დადო. იქამდე კი, მერიაში ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ დევნილს სოფლის სასმელი წყლის სამსახურის უფროსმა, ამირან თალაკვაძემ ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, ნუგზარ ნონიაშვილმა...
ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, კონტრაქტორი კომპანია, ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად გამოასწორებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოების შედეგად, 110 კმ -იანი გამანაწილებელი ქსელი და 2800 აბონენტთან ინდივიდუალური კვანძები მოეწყო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ შესრულების...
წინა სტატია "ევროპული საქართველო" დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ On-ge-სთან საუბრის დროს ისაუბრა. "ბატონი ოქრიაშვილი არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციური ერთობის და პროპორციული არჩევნების, როგორც საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ ილაშქრებდა და, ბუნებრივია, ჩვენ მასთან არანაირი ბლოკი არ გვექნება, არ მიგვაჩნია სწორი ამ ტიპის შეთანხმება. ეს არ არის წინ...
ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პოლიციის დეცენტრალიზებისა და შერიფების არჩევითობის ინიციატივას განიხილავს. ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოხდება სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზება და ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს. ელენე ხოშტარიას თქმით, მსგავსი მასშტაბური რეფორმის განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების აზრი, ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „დღეს გვაქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან კონკრეტულ...
ცეზარ ჩოჩელი „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ დაუდასტურეს. ცეზარ ჩოჩელი კენჭს მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის. ის ოქრიაშვილის პარტიას „პროგრესი და თავისუფლებას“ უერთდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, მემორანდუმით კახა ოქრიაშვილის პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“-ს. საქართელოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე განახლდება. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური...
ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“  შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი. კახა ოქრიაშვილთან ერთად, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრია ბიზნესმენი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ცეზარ ჩოჩელი. „დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო. ჩვენ ვიქნებით...
“ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისნის რაიონში საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ მიმდებარედ ბრიფინგი გამართა და საცხოვრებელ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტა. ლანა გალდავას თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ტერიტორიაზე სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს, ჰაერის დაბინძურების დონე კი საკმაოდ მაღალია. გალდავა მოუწოდებს მერიას და მის დაქვემდებარებულ, ბაღების მართვის სააგენტოს, შეისწავლონ, ქარხნის ფუნქციონირება ექვემდებარება თუ არა კანონს. „ისანში "დირსის" საცხოვრებელი კორპუსების ახლოს მუშაობს...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის გამოცხადებისა და სკოლების, ბაღების ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს. ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს, რადგან ასეთი ქმედებებით თავადვე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის...
ქართული თანამედროვე მოზაიკის ნიმუშს გორის ცენტრში გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადებას "ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის"" წარმომადგენლები ავრცელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ორგანიზაციის წევრები ამ საკითხზე გორის მერს შეხვდნენ, რომელმაც ინიციატივას მხარი დაუჭირა.  თანამედროვე მოზაიკის ნიმუში გორში, ტურბაზის ყოფილი შენობის კედლებზეა შემორჩენილი. "ჩვენ ფონდს დაუკავშირდნენ ქ.გორის ხელოვანთა სახლის პროექტის წევრები ოთო გვრიტიშვილი და ნიკა სომხიშვილი, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია...
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ: კონკრეტულად კი ევროპის მოედანზე, მერიის შენობის წინ, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ახალ ბულვარში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. აკრძალულია პოსტერების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე,  სახელმწიფო უწყებების შენობებზე, საგზაო ნიშნებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. ამასთან პარტიულ აქტივთან შეხვედრებისთვის გამოიყო საზაფხულო თეატრის შენობა, სადაც სპეციალური...
შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტს 20 ივნისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით 7 472 ვიზიტორი ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება ავრცელებს. თვეების მიხედვით, ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება: ივნისი - 1 349 ივლისი - 2 731 აგვისტო - 3 392 მათ შორის 1 447 უცხოელია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ