თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაციით, გზის ორ მონაკვეთზე, ჯამურად, 916 მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 512 457 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანიამ “სერპანტინი” განახორციელა.