ქედის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა

422

ქედის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები განსაზღვრა. ესენია მოსაცდელები, წისქვილები, ე.წ.-ლი სოფლის სახლების კედლები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სააგიტაციო შეხვედრების ადგილად კი ქედის სასპორტო სკოლის შენობა შეირჩა, რადგან დიდი ფართობის მიხედვით,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელი იყოს. სოფლებში კი შეხვედრები დასაშვები იქნება  სოფლის და კულტურის სახლებში.

პლაკატების გაკვრაზე მონიტორინგი ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალება.   რეკომენდაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა კი ღონისძიების ორგანიზატორს დაეკისრება.