ხმაური იყო დღეს კასპში. ქეჩეროხის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მერთან, თამაზ ტატანაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მათ მხოლოდ მერის მოადგილე შეხვდა, რომელმაც პრობლემის წლის ბოლომდე მოგვარების პირობა დადო. იქამდე კი, მერიაში ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ერთ-ერთ დევნილს სოფლის სასმელი წყლის სამსახურის უფროსმა, ამირან თალაკვაძემ ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, ნუგზარ ნონიაშვილმა გააპროტესტა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილობრივების განცხადებით, წყალი ორი თვეა არ მიეწოდებათ.