გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
რემონტი უტარდება სპორტულ დარბაზსა და სველ წერტილებს. დაწყებითი კლასების სასწავლო კორპუსში კი იცვლება სახურავი. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და 15 სექტემბერს მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახალ გარემოში მოუწევთ.