ოზურგეთის სოფელ ნაღობილევის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

375

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაღობილევის მოსახლეობამ დღეს დილით ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალი გადაკეტა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, სოფელში წყლის პროექტის განხორციელება. მათი განცხადებით, ხელისუფლება უკვე რამდენი თვეა  ატყუებს,  დაპირება დაპირებად რჩება. სოფელი კი კვლავ უწყლოდაა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ  გზა არ გაიხსნება მანამ, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფბიან საპატრულო პოლიციისა და ოზურგეთის პოლიციის 20-მდე თანამშრომელი, თუმცა გზის გახსნას ვერ ახერხებენ.

ამ წუთებში ორივე მხრიდან საცობში არის რამდენიმე ათეული ავნომანქანა.