ზაფხულში გორის მუნიციპალიტეტს 7000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

655

შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტს 20 ივნისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით 7 472 ვიზიტორი ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება ავრცელებს.

თვეების მიხედვით, ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

ივნისი – 1 349

ივლისი – 2 731

აგვისტო – 3 392

მათ შორის 1 447 უცხოელია.