“ევროპული საქართველო” კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

656

წინა სტატია

“ევროპული საქართველო” დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ On-ge-სთან საუბრის დროს ისაუბრა.

“ბატონი ოქრიაშვილი არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციური ერთობის და პროპორციული არჩევნების, როგორც საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ ილაშქრებდა და, ბუნებრივია, ჩვენ მასთან არანაირი ბლოკი არ გვექნება, არ მიგვაჩნია სწორი ამ ტიპის შეთანხმება. ეს არ არის წინ სიარული, ეს არის უკან სიარული და ეს არ არის ის ცვლილება, რომელიც ხალხს სჭირდება და არაა იმ ტიპის თანამშრომლობა, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. შესაბამისად, ის ჩვენი კანდიდატი არ არის”, — განაცხადა კაპანაძემ.

საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” და პროგრესი და თავისუფლება ერთ ბლოკად გავლენ. ამის შესახებ ინცნობილი დღეს, 4 სექტემბერს გახდა. პროგრესი და თავისუფლება კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის დაარსებული პარტიაა და ის ოპოზიციის გაერთიანება ძალა ერთობაშიას შუერთდა.

“გასაგებია, რომ გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, მაგრამ იმის ერთობა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს უნდა დაადგეს სრულფასოვანი დემოკრატიის გზას და ამისათვის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაერთიანდეს, ამის მზადყოფნა არსებობს და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ძალა ერთობაშია უერთდება პარტია “პროგრესი და თავისუფლება”, — განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ჯერ კიდევ 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებას აწარმოებდა. მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მმართველი გუნდის მაჟორიტარის, ოქრიაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრის ფოტო, რომელშიც ის დიმიტრი შაშკინთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფება.

On.ge-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას იწყებდა, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ მისი მიზანია დაამარცხოს ოცნების კანდიდატი და “ეს არის მთელი ისტორია”.

კახა ოქრიაშილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და პროფესიონალ, ინიციატივიან ადამიანად დაახასიათა.

  • 2018 წელს კახა ოქრიაშვილმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა;
  • 2018 წელს პლენარულ სხდომებზე არასაპატიო გაცდენების მიხედვით ქართული ოცნებიდან კახა ოქრიაშვილი ლიდერობდა 12 არასაპატიო გაცდენით;
  • 2019 წელს მანვე დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი სისტემა დატოვა;
  • 2019 წელს ოქრიაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
  • პოლიტიკური საქმიანობის გარდა, კახა ოქრიაშვილი ბიზნესმენია, სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი. ის ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატების სიის ერთ-ერთი წევრია.

რაც შეეხება ძმებ ჩოჩელებს, ცეზარ ჩოჩელი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის დროს ის მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.