ცეზარ ჩოჩელი „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

704

ცეზარ ჩოჩელი „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ დაუდასტურეს.

ცეზარ ჩოჩელი კენჭს მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის. ის ოქრიაშვილის პარტიას „პროგრესი და თავისუფლებას“ უერთდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, მემორანდუმით კახა ოქრიაშვილის პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“-ს.

საქართელოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.