ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ: კონკრეტულად კი ევროპის მოედანზე, მერიის შენობის წინ, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ახალ ბულვარში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აკრძალულია პოსტერების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, საგზაო ნიშნებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. ამასთან პარტიულ აქტივთან შეხვედრებისთვის გამოიყო საზაფხულო თეატრის შენობა, სადაც სპეციალური განრიგის მიხედვით ჩატარდება ღონისძიებები.