გორში, ,,ტურბაზიდან” მოზაიკის კედელს ქალაქის ცენტრში გადაიტანენ

525

ქართული თანამედროვე მოზაიკის ნიმუშს გორის ცენტრში გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადებას “ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის”” წარმომადგენლები ავრცელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ორგანიზაციის წევრები ამ საკითხზე გორის მერს შეხვდნენ, რომელმაც ინიციატივას მხარი დაუჭირა.  თანამედროვე მოზაიკის ნიმუში გორში, ტურბაზის ყოფილი შენობის კედლებზეა შემორჩენილი.

“ჩვენ ფონდს დაუკავშირდნენ ქ.გორის ხელოვანთა სახლის პროექტის წევრები ოთო გვრიტიშვილი და ნიკა სომხიშვილი, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია გორის ყოფილი “ტურბაზის” ტერიტორიაზე მდებარე მოზაიკის შესახებ. მოზაიკური ფრაგმენტები წარმოადგენს კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის კედლების მოპირკეთების ნარჩენებს. ეს ფრაგმენტები არის ქართული მოზაიკური ხელოვნების მოდერნისტული მიმართულების იშვიათი და ერთერთი ყველაზე მასშტაბური ნიმუში. დღეს ეს ულამაზესი ნამუშევარი სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტიურად განადგურებეს პირას. ამავდროულად მას ემუქრება იმ უბანში მიმდინარე ინტენსიური მშენებლობა,” – აღნიშნავენ ფონდში.

გორელ ხელოვანებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ მოზაიკური ფრაგმენტების ქალაქის ერთერთი ცენტრალურ მოედანზე, ახალი ტურისტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა.

“გორის ცენტრს დაამშვენებს აღდგენილი მოზაიკა, რომელიც უდავოდ გამოიწვებს დიდ ინტერესს და გახდება ქალაქში ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი საშუალება,” – აცხადებენ მოზაიკის გადატანის ინიციატორები.

ტურბაზა გორის შესასვლელში ვერხვების დასახლებაში მდებარეობს. 1990-იანი წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ცხინვალიდან დევნილები შეასახლეს.