საქართველოში პირბადის წესის გამოუყენებლობაზე  5 107 ადამიანი დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პირბადის გამოუყენებლობაზე  პირები 12 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში დააჯარიმეს. მათ შორის ერთი არის იურიდიული პირი. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ქვეყანაში დარღვევის 9884 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4776 ფიზიკურ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. ფიზიკური პირი პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში 20 ლარით, ხოლო იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება. პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში სავალდებულოა. თუმცა...
ქუთაისის მერობისთვის ჯერჯერობით მხოლოდ სამი პარტია იბრძვის. კანდიდატები უკვე დაასახელეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "ქართული ოცნებიდან" მერობისთვის სახელმწიფო წრუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ შუშანია წარმოადგენს მერობის არჩევნებში ამავე პარტიას. ხოლო, გოგი წულაიას პარტიამ "თავისუფალი საქართველო" არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატზე, გაგა გოგრიჭიანზე გააკეთა. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა, თუმცა, მათმა ნაწილმა...
საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება. "აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი - ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად...
წინა სტატია საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 29 აგვისტოს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია აქციის მონაწილის მუქარის შემცველი განცხადებები პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მისამართით. მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 5 სექტემბერს პანკისის სათემო...
მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისი​ის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს. ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაძლოა ადმინისტრაციამ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამიც შესთავაზოს. „მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საკარანტინე ზონებში შესაძლებელია საარჩევნო უბანი გაიხსნას, ან გადასატანი საარჩევნო ყუთი გამოიყენონ. მისი თქმით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება. ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე, მუშაობს ამომრჩევლების პირბადეებითა და ინდივიდუალური კალმით უზრუნველყოფაზე. საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ არჩევნები შეიძლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდეს.
დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. როგორც კანონპროექტის ავტორმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონპროექტი კანონის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ახდენს, რაც დღეის მდგომარეობით 500 ლარია და ეს 300 000 დასაქმებულის მდგომარეობას გააუმჯობესებს. "კანონი არის საკმაოდ კარგად ფორმულირებული, მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან...
პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ ისნის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. „ჩვენ გვექნება მომდევნო კვირაში მაჟორიტარების წარდგენა ქართლის ორივე რეგიონში, გურიაში, აჭარაში და არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში, ისნის რაიონში. მე ვთვლი, რომ ისანში გიორგი ვაშაძის მხრიდან ჩემთან მიმართებაში დაირღვა შეთანხმება და მე სრული თავისუფლება მაქვს მიღებული მოლაპარაკების მაგიდის სხვა მონაწილეებისგან, რომლებიც „ლეიბორისტების“ ოფისში ვიკრიბებოდით და შესაძლოა,...
ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. აღნიშნულით მიქელაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება. მიქელაძის თქმით, ჯერჯერობით უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი არ დადასტურებულა. მისივე განმარტებით, თუ იქნება მსგავსი ფაქტი, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება კანონის შესაბამისი რეაგირება. „კანონმდებლობით არის განსაზღრული შესაბამისი კრიტერიუმები, როდის შეიძლება, რომ იყოს...
მარკოზ აჭარელის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აბონენტების ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდება. „მარკოზ აჭარელის ქუჩის მცხოვრებლებს, არასოდეს ჰქონიათ გამართული და მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. კომპანია „ბათუმის წყალი" მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთებებს განახორციელებს, რის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 200-მდე ადამიანს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიეწოდება სასმელი...
ბათუმში შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 250 აბონენტის ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა (1200 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება და 160 მმ წყლის ახალი მილები) და შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე...
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა კანონით აკრძალულია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. „წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა აკრძალულია. მსგავს ფაქტებზე საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრები ჩვენ გასულ არჩევნებზეც გვქონდა წარდგენილი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ პოლიტიკური პარტიები უცხო ქვეყნის...
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანოს, კერძოდ საარჩევნო უბანზე აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა. როგორც დოლიძე ამბობს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს და მოქალაქეებს სთხოვენ, არჩევნების დღეს, შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და კოორდინატორებს გაუგზავნონ. „ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ კარდაკარს, ყოველდღიურად ვისმენთ, ძალიან ბევრი მოქალაქის წუხილს. როგორც ჩანს, უმთავრეს ბერკეტად, რომელიც ხელისუფლებას...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები მედიას ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო. მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროგრამის გასაცნობად მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები. „გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში,...
„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე თბილისის მერს მიმართავს და მოუწოდებს გლდანში ის პროექტები დაასრულოს, რომელიც ერთ წელზე მეტია დაიწყეს და გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე არ დასრულებულა. მიქაუტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს, რასაც მერიის გავლით გააკეთებენ, რადგან ისინი ტენდერის გარეშე აპირებენ საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად“. „ბატონო კალაძე, არ გირჩევთ გლდანელების მოთმინების გამოცდას. თბილისის მერია ტენდერის გარეშე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ