წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა კანონით აკრძალულია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს.
„წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა აკრძალულია. მსგავს ფაქტებზე საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრები ჩვენ გასულ არჩევნებზეც გვქონდა წარდგენილი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ პოლიტიკური პარტიები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობას არ უნდა უწყობდნენ ხელს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინიტრად ნომინირებას, ეს ახლა პარტიის შიდა პოლიტიკა და პროგრამის ნაწილია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღოს. თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, ჩვენი კომპენტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს გამოვიყენებთ და შესაბამის ორგანოებს მივმართავთ“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.