აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა

425

საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება.

მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება.

“აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი – ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება”, – ამბობს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში ფიზიკური დასწრებით სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1729
  • გამოჯანმრთელებულია – 1321
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.