ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები

1265

ქუთაისის მერობისთვის ჯერჯერობით მხოლოდ სამი პარტია იბრძვის. კანდიდატები უკვე დაასახელეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

“ქართული ოცნებიდან” მერობისთვის სახელმწიფო წრუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ შუშანია წარმოადგენს მერობის არჩევნებში ამავე პარტიას. ხოლო, გოგი წულაიას პარტიამ “თავისუფალი საქართველო” არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატზე, გაგა გოგრიჭიანზე გააკეთა.

კანდიდატების ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა, თუმცა, მათმა ნაწილმა უკვე დაბეჭდა საარჩევნო-სარეკლამო პლაკატები. საარჩევნო სუბიექტები უკვე ამომრჩევლებსაც ხვდებიან და თავიან დაპირებებს აცნობენ.

ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ პოსტი მიმდინარე წლის 8 აპრილს დატოვა. იგი მერად  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს.   ქალაქს  ორი წელი, ხუთ თვე და 8 დღე მართავდა. პოსტიდან მისი წასვლის მიზეზად პირადი განცხადება დასახელდა, თუმცა, ოპოზიცია ამბობდა, რომ გიორგი ჭიღვარია შიდა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.