ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საკარანტინე ზონებში შესაძლებელია საარჩევნო უბანი გაიხსნას, ან გადასატანი საარჩევნო ყუთი გამოიყენონ. მისი თქმით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება.
ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე, მუშაობს ამომრჩევლების პირბადეებითა და ინდივიდუალური კალმით უზრუნველყოფაზე.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ არჩევნები შეიძლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდეს.