საქართველოში პირბადის წესის გამოუყენებლობაზე 5 107 ადამიანი დაჯარიმებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის გამოუყენებლობაზე პირები 12 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში დააჯარიმეს. მათ შორის ერთი არის იურიდიული პირი.
სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ქვეყანაში დარღვევის 9884 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4776 ფიზიკურ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
ფიზიკური პირი პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში 20 ლარით, ხოლო იურიდიული – 500 ლარით დაჯარიმდება.
პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში სავალდებულოა. თუმცა ამის მიუხედავად ქუთაისში მძღოლები და მგზავრებიც ამ წესს აღარ იცავენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა კანონი პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით.