მარკოზ აჭარელის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აბონენტების ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდება.
„მარკოზ აჭარელის ქუჩის მცხოვრებლებს, არასოდეს ჰქონიათ გამართული და მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. კომპანია „ბათუმის წყალი” მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთებებს განახორციელებს, რის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 200-მდე ადამიანს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი”, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.